ფრანგული საავტომობილო გიგანტი PSA-ის აქციონერებმა ოფიციალურად დაუჭირეს მხარი იტალია-ამერიკულ კომპანიასთან Fiat Chrysler Automobiles (FCA) შერწყმას, რომლის შედეგადაც შეიქმნება ახალი საავტომობილო კონცერნი Stellantis. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Point-ი წერს.
ჟურნალის ინფორმაციით, შეთანხმების შესახებ კენჭისყრა აქციონერების კრებაზე შედგა, რომელიც ონლაინ გაიმართა. როგორც PSA-ის თავკაცმა განაცხადა, შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღი ძალიან მალე გამოცხადდება. მანამდე კი შერწყმის შესახებ შეთანხმებას მხარი დაუჭირა ევროკომისიამ.
კომპანიების შერწყმის შესახებ გადაწყევტილება 2019 წელს ოქტომბერში გამოცხადდა, იმავე წლის დეკემბერში კი მხარეებმა შეთანხმებას მოაწერეს ხელი. წინასწარი ვარაუდით შერწყმის საბოლოო დასრულებას 12-15 თვე დასჭირდებოდა.