შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი ამჯერად შიდა ქართლის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, გამყოფი ხაზების სოფლებს ესტუმრა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, სოფელ საკორინთლოსა და სოფელ ოძისში სტუმრობის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ობოლ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
აღნიშნული დახმარების აქცია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით და ორგანიზებით, გამყოფი ხაზის 116-ვე სოფელში, გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის მხარდაჭერით ხორციელდება.