ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 133 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 1 პაციენტი გარდაიცვალა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 470 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც დადებითი პასუხი 133-ს დაუდასტურდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 182 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 129 პაციენტი, 7 027 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.