კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის ნოემბერი 84 მილიონ 481 ათასი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა თვესთან შედარებით, 81 მილიონ 708 ათასი ლარით ნაკლებია. ოქტომბერში ბანკების წმინდა მოგება 166 მილიონ 189 ათას ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 5 მილიონ 865 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგებამ კი, 11 მილიონ 675 ათასი ლარი შეადგინა. ამასთან, ნოემბერში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 29 მილიონ 897 ათასი ლარის შემოსავალი მიიღეს.
2020 წლის ნოემბერში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 433 მილიონ 708 ათასი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 348 მილიონ 650 ათასი ლარი. ნოემბერში კომერციული ბანკების ხარჯებმა 337 მილიონ 933 ათასი ლარი შეადგინა.