1-ლი აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში 11 ათას 400 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 6 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში. აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა ასევე ბელარუსიაში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.