მთელს მსოფლიოში, ლეპტოპებსა და დესკტოპ კომპიუტერებზე მოთხოვნა არნახულად არის გაზრდილი მას შემდეგ, რაც ბაზარზე აიფონი გამოვიდა. დიდ სავაჭრო ცენტრებში მარაგები ამოწურულია და მომხმარებლებს შეკვეთის ლოდინი თვეობით უწევთ.
კომპიუტერებზე მოთხოვნის ასეთი ზრდა, პანდემიის პერიოდში, დისტანციური სწავლების საჭიროებამ გამოიწვია. ამის პარალელურად, მთელ მსოფლიოში შემცირებულია სმარტფონების გაყიდვები.
ლეპტოპებსა და დესკტოპებზე რეკორდული მოთხოვნა 2008 წელს არის დაფიქსირებული, როცა მთელს მსოფლიოში მიწოდებამ 300 მილიონს მიაღწია. შედარებისთვის, წლვანდელი მაჩვენებელი 250 მილიონს მიაღწევს. რიგი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წელს ლეპტოპების და პერსონალური კომპიუტერების მიწოდება 300 მილიონს მიაღწევს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 15 პროცენტით მეტია.
ბაზრის კვლევაზე ორიენტირებულ კომპანია „კანალისის“ პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს, მსოფლიოში მომუშავე პერსონალური კომპიუტერების და ტაბლეტების რიცხვი მილიარდ 770 მილიონს მიაღწევს.