აჭარის მთავრობა დამტკიცებულია. რეგიონის მთავრობის ახალ შემადგენლობას აჭარის უმაღლესი საბჭოს 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციური პარტიის ერთმა წარმომადგენელმა ირაკლი ჩავლეიშვლმა კი მთავრობას მხარი არ დაუჭირა. თავის მხრივ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ პასუხიმგებლობას წარმატებით გაართმევს თავს და დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს ხალი მთავრობა გააგრძელებს.