აკაკი ბობოხიძე - რომელიმე ცალკეული პიროვნება პარლამენტში სურათს ვერ შეცვლის - Palitra News

აკაკი ბობოხიძე - რომელიმე ცალკეული პიროვნება პარლამენტში სურათს ვერ შეცვლის

2020-12-23 16:37:16+04:00

„ევროპული საქართველოს“ წევრის, აკაკი ბობოხიძის აზრით, „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მეოთხე ნომრის, ავთანდილ ენუქიძის გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლის შესახებ, საკანონმდებლო ორგანოში არსებულ სურათს ვერ შეცვლის.

ხოლო ბობოხიძის თქმით, თუ ენუქიძე პარლამენტში პარტიის სახელით შევა, „პატრიოტთა ალიანსს“ საკუთარი ამომრჩევლებისთვის პასუხის გაცემა მოუწევს. ბობოხიძე "გირჩის“ ნაწილს და პარტია „მოქალაქეებს“ მოუწოდებს, პარლამენტში შესვლაზე კი ნუ ილაპარაკებენ, არამედ ილაპარაკონ იმაზე, გამოვლენ თუ არა პარლამენტიდან, რადგან პარლამენტში მყოფად ითვლება ყველა სანამ ისინი მანდატებს ოფიციალურად არ მოიხსნიან.