M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის ვაქცინა უსასყიდლოდ ჩაუტარდებათ. მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით შეტყობინებები თითოეულ მძღოლს გაეგზავნა. დაგზავნილ შეტყობინებაში დეტალურად იქნება მითითებული თუ კონკრეტულად სად უნდა მივიდნენ ვაქცინაციისთვის.