პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა მაია ცქიტიშვილმა ძველი კურორტების გაცოცხლებაზე ისაბრა. მისი თქმით, უწყება კვლავ განაგრძობს განსაკუთრებული პოტენციალის მქონე ძველი კურორტების გაცოცხლების, მათი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შესაქმნელად ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ურბანული განახლების პროექტებს.
ცქიტიშვილის თქმით, 2021 წელს გაგრძელდება აბასთუმნის, ბაკურიანის, მესტიაში ლაღამის უბნისა და უშგულის კოშკების აღდგენა-განახლების პროექტები, ურბანულად განახლდება თელავისა და ველისციხის ცენტრები, გაგრძელდება კობისა და თრუსოს ხეობის განვითარების და დუშეთის, გორის და სხვა დასახლებების ურბანული განახლების პროექტები.
მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ მომავალ წელს წყალტუბოს გენ-გეგმის კონცეფციის შემუშავების საფუძველზე დაიწყება კურორტის განახლებისთვის სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და კერძო ინვესტიციების მოზიდვა. ასევე დასრულდება მცხეთის, სტეფანწმინდას და გრიგოლეთის გენ-გეგმები, ქუთაისის გენგეგმის კონცეფცია, რაც ამ დასახლებების გეგმაზომიერ და კომპლექსურ განვითარებას დაეხმარება.