აჭარის მთავრობის სახლთან სახლახო გენინსპექციის წევრებმა სამართალდამცავების ფოტოები გამოფინეს. როგორც მათ განაცხადეს, ფოტოზე გამოსახულია ის პოლიციელები, რომლებიც აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მყოფებ მოქალაქეებზე ძალადობენ და ფიზიკურად უსწორდებიან. სახალხო გენინსპექციის წევრის ბონდო თედორაძის თქმით, პოლიციელის მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტებს შეისწავლიან და პროკურატურას მიმართავენ.