იქნება თუ არა ვახტანგ გომელაური მთავრობის ახალ შემადგენლობაში? - შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ჟურნალისტების პასუხად აცხადებს, რომ ამას საზოგადოება რამდენიმე დღეში გაიგებს.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ გიორგი გახარაია დაასახელა. სწორედ მან უნდა შეარჩიოს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც პარლამენტს კვირის ბოლომდე უნდა წარუდგინოს.