ზურაბ ჯაფარიძე უახლოეს დღეებში განცხადების დაწერასა და სადეპუტატო მანდატზე ოფიციალურად უარის თქმას აპირებს. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „პალიტრანიუსთან“ განმარტა, ერთადერთი მიზეზი, რამაც ის აქამდე დააბრკოლა, სიის ჩახსნაა, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ უნდა განახორციელოს.