სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 087 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 27 ადამიანი გარდაიცვალა, - ამ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე განცხადებით, ქვეყანაში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 150 218 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 2 556-ია. ამასთან, სომხეთში მკურნალობა კი ამჟამად 18 331 ინფიცირებულს უტარდება.