აჭარაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც პარტიული სიის განულებას ითვალისწინებს - Palitra News

აჭარაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც პარტიული სიის განულებას ითვალისწინებს

2020-12-15 15:05:16+04:00

აჭარაში ცხრა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა შეთანხმების დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომელიც ითვალისწინებს პარტიული სიის განულებას და ერთობლივი პროტესტის გაგრძელებას. ისინი თვლიან, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა.

ამის შემდეგ ოპოზიციის წევრები უმაღლეს საარჩევნო კომისიას მიმართავენ მოთხოვნით და დეპუტატები უმაღლეს საბჭოს დატოვებენ.

ხელმოწერის ცერემონია აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართა.