გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაში" აფასებენ - Palitra News

გრიგოლ ვაშაძის გადაწყვეტილებას "ქართულ ოცნებაში" აფასებენ

2020-12-15 13:02:18+04:00

ქართულ ოცნებაში გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლას აფასებენ. ქართული ოცნების ერთ-ერთი წევრი კახა კუჭავა აცხადებს, ვაშაძემ დღევანდელი განცხადებით დაადასტურა, რომ ნაციონალურ მოძრაობას არათუ სტრატეგია არ გააჩნია, არამედ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ანტიდასავლურ ძალად ყალიბდება.

რაც შეეხება ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" პერსპექტივას, კახა კუჭავას მოსაზრებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ამ ქვეყანაში პერსპექტივა დიდი ხანია არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. ვაშაძის თქმით, ის ასევე ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდენ ოდიოზური ფიგურები. გრიგოლ ვაშაძე ასევე აღშფოთებას გამოთქვამს სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა წინააღმდეგ "გაჩაღებული თავდასხმებისა და შეურაცხყოფის კამპანიის" გამო.