აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია აქციას მართავს - Palitra News

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომის პარალელურად, ოპოზიცია აქციას მართავს

2020-12-15 12:03:55+04:00

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან ოპოზიციის მხარდამჭერები იკრიბებიან, სადაც მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ნაგვის ურნები მიიტანეს.

მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სტიკერები „ხმების ქურდები" გააკრეს. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.