ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს გადასცეს მოქალაქე რომელიც, მათგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა - Palitra News

ოკუპირებული ცხინვალი აცხადებს, რომ ქართულ მხარეს გადასცეს მოქალაქე რომელიც, მათგან პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა

2020-12-09 16:06:41+04:00

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ საქართველოს მისი მოქალაქე რევაზ ბერიძე გადასცა, რომელმაც ნოემბერში რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვარი დაარღვია და პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სპუტნიკი“ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

დე ფაქტო უწყების ინფორმაციით, ბერიძემ 24 ნოემბერს ე.წ. საზღვარი გადაკვეთა და განაცხადა, რომ „დარღვევა პოლიტიკური თავშესაფარისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობის მიღების მიზნით ჩაიდინა".

მათი მტკიცებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის საკითხზე საუბრისას, ბერიძემ განაცხადა, რომ ”ჯანდაცვის სისტემა პარალიზებულია და პაციენტების უზარმაზარ რაოდენობას ვერ უმკლავდება, არ არსებობს მედიკამენტები, გაიზარდა სამედიცინო მომსახურების საფასური”.