ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა - Palitra News

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

2020-12-09 09:57:31+04:00

აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ე.წ. კოვიდ 19-სგან მოსახლეობის დაცვის შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი სულ 466 ადამიანს ჩაუტარდა.

დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსის 6 717 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 92 პაციენტი დაიღუპა, 4 976 კი - გამოჯანმრთელდა.