ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა.
"პალიტრანიუსის" ინფორმაციით, მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა. 63 წლის ტრავმატოლოგს თანმდები დაავადებებიც ჰქონდა.
ცნობისთვის, საერთო ჯამში აჭარაში კორონავირუსის შედეგად სამედიცინო სფეროს რვა წარმომადგენელი გარდაიცვალა.