მსოფლიოში კორონავირუსით დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 1.5 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers-ის პლატფორმა აქვეყნებს.
ამ მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 65 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, გამოჯანმრთელდა 45 მილიონი პაციენტი, ხოლო აქტიური შემთხვევების რიცხვი 18.4 მილიონს აღემატება.
კოვიდ 19-ისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ბრაზილია იკავებს, მესამეს - ინდოეთი, მეოთხეს - მექსიკა, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.