მნიშვნელოვანი შედეგით დავბრუნდით ნატო-ს მინისტერიალიდან, მიღებულია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გაძლიერებული ვერსია - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ნატოს მინისტერიალზე საქართველოს მონაწილეობას.
მინისტრის განცხადებით, ის ფაქტი, რომ საქართველო ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზეა მიწვეული, ადასტურებს, რომ საქართველოს ნატო-ს პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
როგორც ზალკალიანმა განაცხადა, შეხვედრაზე თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთხმად აღიარა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც საქართველოს ევროატლატიკური ინტეგრაციის გზაზე აქვს.