რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 26 338 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რიცხვი 2 295 654-მდე გაიზარდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კიდევ 368 ინფიცირებული გარდაიცვალა და მსხვერპლის რაოდნეობამ 39 895-ს მიაღწია.
რუსეთი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში, აშშ-ის, ინდოეთისა და ბრაზილიის შემდეგ მეოთხე ადგილზეა.