ავსტრალია ჩინეთის მთავრობას Twitter-ის ანგარიშზე ავსტრალიელი ჯარისკაცის ყალბი ფოტოს გამოქვეყნების გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს, - ამ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
საქმე ეხება ორშაბათს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერის ჩჟაო ლიცზიანის მიერ გამოქვეყნებულ ყალბ ფოტოს, რომელზედაც გამოსახულია ავსტრალიელი ჯარისკაცი, რომელიც სისხლიანი დანით ხელში ბავშვის გვერდით ზის. ბავშვს ხელში ბატკანი უჭირავს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ პეკინს უნდა შერცხვეს "საზიზღარი" სურათის გაზიარების გამო.