გერმანიაში კორონავირუსის 22 806 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს. ამავე მონაცემების თანახმად ვირუსს კიდევ 426 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 15 586-ს მიაღწია. შეგახსენებთ, გერმანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები 20 დეკემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისი გადაწყვეტილება გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელსა და რეგიონების ხელმძღვანელებს შორის 2 დღის წინ გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.