საქართველოში პურის ფქვილი უკვე გაძვირდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ თბილისში მოქმედ მცირე ზომის პურის საცხობებში განუცხადეს, საწყობებში დღეს მისულებს ფქვილზე უკვე მომატებული ფასი დახვდათ.
როგორც საცხობებში აცხადებდნენ, პურის ფქვილი დაახლოებით, 5-6 ლარით არის გაძვირებული. აქამდე პირველი ხარისხის ფქვილს 56-57 ლარად ყიდულობდნენ, ახლა ერთი ტომარა ფქვილი „ალაფი“ 63 ლარი, „კარმენი“ კი 61 ლარი გახდა.