საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინფორმაციით, თვითდასაქმებულთათვის 300-ლარიანი დახმარების პროგრამა აღდგება. ამასთან, სახელმწიფო თვითდასაქმებულებბს სესხის გადავადებაში დაეხმარება.
როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, უკვე დაწყებულია იმ ადამიანების აღრიცხვა, რომლებიც არაფორმალურად არიან დასაქმებულებi და ამ პროგრამით დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი ისარგებლებს.