რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 675 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 162 503-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, ქვეყანაში კორონავირუსს კიდევ 507 პაციენტი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რიცხვმა 37 538-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში დაფიქსირებული ფატალური შემთხვევები ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. რუსეთში კოვიდ -19-სგან დღემდე 1 660 419 ადამიანი განიკურნა.