გავრცელებული ინფორმაციით, „ევროპული საქართველო, "გირჩი", სტრატეგია აღმაშენებელი" და "ლელო" აპირებს, რომ შექმნას ერთობა "ნაციონალური მოძრაობის" გარეშე. ინფორმაციას ადასტურებენ „ევროპულ საქართველოში.“ თავად ლელოს ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ რომ „მსგავსი ტიპის მსჯელობა არ მიმდინარეობს“. იგივეს აცხადებენ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერები. მათი განმარტებით, ბლოკის შექმნის ან გაერთიანების თაობაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. როგორც ისინი აღნიშნავენ, მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან მართავს მოლაპარაკებებს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე ცალკე მსჯელობა არ მიმდინარეობს.