კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ზე ჩატარებულმა კლინიკური ცდის შუალედურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პირველი ინექციიდან 28 დღის შემდეგ ვაქცინის ეფექტურობა 91,4%-ი, 42-ე დღეს კი -95% -ზე მეტი იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. მათივე ცნობით, ანალიზი 18 794 მოხალისიდან მიღებულ მონაცემს ეფუძნება, რომელიც კლინიკურ ცდაში მონაწილეობდა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის პირველი და მეორე დოზა ან პლაცებო გაუკეთეს. გარდა ამისა, რუსეთის საინვენსტიციო ფონდის მეთაური, კირილ დიმიტრიევი „როიტერთან“ საუბარში აცხადებს, რომ „სპუტნიკ V" იმავე ეფექტურობის მქონე სხვა ვაქცინებთან შედარებით გაცილებით იაფი იქნება. შეგახსენებთ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინა, „სპუტნიკ V“ აგვისტოში დაამტკიცა.