ჰონკონგის ხელისუფლება აპირებს სოციალური დახმარების სახით, 5 000 ჰონგ-კონგური დოლარი ანუ დაახლოებით, 650 ამერიკული დოლარი გადაუხადოს მოსახლეობის დაბალშემოსავლიანი ფენის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინფიცირდებიან კორონავირუსით. აღნიშნული ინიციატივით ჰონგ-კონგის ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა.
უწყების მხრიდან ახალი პაკეტის შესახებ დეტალები მოგვიანებით დაზუსტდება.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ჰონგ-კონგი კორონავირუსის რიგით მეოთხე ტალღას უმკლავდება.