პორტუგალიაში კორონავირუსთან დაკავშირებული საგანგებო მდგომარეობა კიდევ ორი კვირით გახანგრძლივდა. მანამდე 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობა 9 ნოემბრიდან მოქმედებდა. ამჯერად ის უკვე მინიმუმ 8 დეკემბრამდე დარჩება ძალაში.
საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში მოქმედებს სხვადასხვა შეზღუდვები და ღამის ე.წ. კომენდანტის საათი. საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას პარლამენტმა დაუჭირა მხარი, რაც პრეზიდენტის მიერ ხელმოწერითაც დამტკიცდა.
პორტუგალიაში ამ დრომდე კორონავირუსის 250 000-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. მათგან 3 762 ადამიანი გარდაიცვალა. 19 ნოემბერს ქვეყანაში 24 საათში 7 000-მდე ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის.