თორნიკე რიჟვაძე - დღეს გვექნება მშვიდი, თავისუფალი არჩევანის დღე - Palitra News

თორნიკე რიჟვაძე - დღეს გვექნება მშვიდი, თავისუფალი არჩევანის დღე

2020-11-21 11:11:43+04:00

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტურზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. თორნიკე რიჟვაძემ ხმა ბათუმის მე-16 უბანზე მისცა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო და მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისკენ, რომ არც ერთი ხმა არ იყოს დაკარგული და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ის ჟურნალისტებთან ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა.