მკვლევრებმა 100-ზე მეტ ახალ მუმიას მიაგნეს. ფერადი დალუქული სარკოფაგები 2 500 წლით თარიღდება, როცა ეგვიპტეს პტოლემაური დინასტია მართავდა.
სარკოფაგები დროებით დჯოსერის პირამიდასთან არის გამოფენილი. ეგვიპტის ტურიზმის მინისტრის, ხალედ ელ-ანანის თქმით, სარკოფაგები მალე კაიროს სამ სხვადასხვა მუზეუმებში განთავსდება.სექტემბრიდან მოყოლებული, ეგვიპტეში 140-ზე მეტი სარკოფაგი იპოვეს, რომელთა უმეტესობაში კარგად შენახული მუმიები იყო. ყველა ახალი აღმოჩენა საქარას რეგიონში გაკეთდა.