2021 წლის 5 მარტს, კინოთეატრებში ახალი ფილმი Tom and Jerry გამოდის. ფილმის მთავარი გმირები, რა თქმა უნდა, ყველასათვის საყვარელი პერსონაჟები ტომი და ჯერი არიან.
ფილმის Tom and Jerry-ს სცენარი ვითარდება ნიუ-იორკის ერთ-ერთ სასტუმროში, სადაც ინდური ქორწილისთვის მზადება მიმდინარეობს, ტომი და ჯერ კი ისევ და ისევ ერთმანეთის მტრობას განაგრძნობენ.
Warner Bros.-ს მიერ გადაღებულ ფილმში ასევე მონაწილეობას იღებენ ცნობილი მსახიობები: ქლოი გრეის მორეცი, კენ ჟონგი, მაიკლ პენია და სხვები.