ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარება 8 მილიონ 612 ათას 110 ლარი უჯდება. 21 ნოემბერს გასამართი მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ხარჯთაღრიცხვა უკვე გაწერილია. დადგენილებას ხელს კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია და კომისიის მდივანი გიორგი ჯავახიშვილი აწერენ.
8 მილიონ 612 ათას 110 ლარიდან შრომით ანაზღაურებაზე ჯამში, 4 მილიონ 566 ათას 700 ლარი დაიხარჯება. საქონელსა და მომსახურებაზე - 2 მილიონ 609 ათას 790 ლარია გაწერილი. ამასთან, არჩევნებისთვის მოხელეთა მომზადება-გადამზადებაზე - 105 ათას 70 ლარია გათვალისწინებული; საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა დაფინანსებისთვის კი 468 ათას 500 ლარია გამოყოფილი.
ცნობისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდა. მეორე ტური კი 21 ნოემბერსაა დაგეგმილი.