„საქნახშირმა“ საწარმოო პროცესი შეაჩერა. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, „საქნახშირში“ დასაქმებულ 144 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
13 ნოემბერს, PCR ტესტირება კომპანიის ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა (დასაქმებულია 1170 ადამიანი). ამ დროისათვის ცნობილია 1114 თანამშრომლის ტესტირების პასუხი, მათგან კოვიდ დადებითია 144 ადამიანი.
"შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, კომპანიის გადაწყვეტილებით, საწარმოში სამუშაო პროცესი 2 კვირით შეჩერდება. თანამშრომლების ძირითადი ნაწილი გადავა იზოლაციაში", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.