აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, შეხვედრაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებიც მონაწილეობენ. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა ამერიკის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბერს გაიმართა. აღნიშნულ შეხვედრაზე მხარეებმა ელჩს არჩევნებთან დაკავშირებით თავიანთი მტკიცებულებები წარუდგინეს.