უკრაინაში კორონავირუსის 11 787 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების მომენტიდან რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. ჯამში, უკრაინაში 512 652 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 234 000-მდე პირი გამოჯანმრთელდა, 9 317 კი - გარდაიცვალა.
უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა მაქსიმ სტეპანოვმა განაცხადა, რომ კოვიდ-19-ის გამო უკრაინისთვის ზამთარი რთული იქნება.