საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, თავდაცვის ძალებში ავტოპარკის განახლება მიმდინარეობს. უწყების ცნობით თავდაცვის უწყებამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული ნატოს სტანდარტების ახალი ტექნიკის შესყიდვის პროგრამის ფარგლებში, FORD TRANSIT-ის ტიპის 20 ერთეული ახალი მიკროავტობუსი და IVECO-ს ტიპის 7 ერთეული სპეციალიზირებული მანქანა-მაცივარი შეისყიდა.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი ავტომობილებით აღჭურვა თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, მობილურობის ზრდას და დავალების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს. ახალი ავტომობილები თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, შემუშავებული გეგმის შესაბამისად გადანაწილდება.