მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 53 მილიონს გადააჭარბა. შესაბამისი ინფორმაცია ვებ-გვერდ worldometers-ზეა განთავსებული.
ბოლო მონაცემების თანახმად, მსოფლიოში, გამოჯანმრთელდა 37.2 მილიონი პირი და დაიღუპა 1.3 მილიონი ადამიანი.
კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება. მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეზე კი ბრაზილიაა. ამასთან, მსოფლიოში მილიონზე მეტი შემთხვევა საფრანგეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, არგენტინაში, გაერთანებულ სამეფოსა და კოლუმბიაში ფიქსირდება.