გორის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“ და „ერთიანი საქართველოს“ წარმომადგენლები მართავენ.
აქციის მონაწილეები, სასტვენების თანხლებით სკანდირებენ ფრაზებს: „მონა“, „არჩევნების გამყალბებელო“ და საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, მალხაზ მირუაშვილს ადანაშაულებენ არჩევნების შედეგების გაყალბებაში.
ამ წუთებში, გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში შემაჯამებელი ოქმის მიღების პროცესი მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეებმა საოლქო საარჩევნო კომისიის შენობის მინებზე სტიკერებიც გააკრეს, რომელზეც მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გორის მუნიციპალიტეტის მერი და მისი მოადგილე არიან გამოსახულები. საოლქო საარჩევნო კომისიის შესასვლელ ცენტრალურ კართან პოლიციელები განლაგდნენ.