„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, სასამართლომ პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივრები იმ უბნებზე, „სადაც არსებობს საფუძველი, რომ ბიულეტენები იყო ჩაყრილი“, არ დააკმაყოფილა. შესაბამისი განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ გააკეთა.
კაპანაძის განცხადებით, დაუკმაყოფილებელი დარჩა სარჩელების 99 %. მისი შეფასებით, ხელისუფლებას სიმართლის ლეგალური გზით დადგენის იმედი არ აქვს.