აჭარის მთავრობის სახლთან მთელი ღამის განმავლობაში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მხარდამჭერები კარვებში იმყოფებოდნენ.
მათი განცხადებით, წუხელ, თბილისში განვითარებული მოვლენები „ქართული ოცნების" საბოლოო კრახზე მიუთითებს და ბიძინა ივანიშვილის მმართველობა მალე დასრულდება.
შეკრებილების თქმით, პროტესტი გაგრძელდება ვიდრე ახალი საპარლამენტო არჩევნები არ ჩაინიშნება.
აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს.
ბათუმში საპროტესტო აქცია გუშინ, 15:00 საათზე, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო, მოგვიანებით კი აქციის მონაწილეები აჭარის მთავრობის სახლთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.