აშშ-ის პირველი ლედი მელანია ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს და თითოეული კანონიერი ხმის დათვლა უნდა მოხდეს. „ამერიკელი ხალხი სამართლიან არჩევნებს იმსახურებს. თითოეული კანონიერი, და არა უკანონო, ხმის დათვლა უნდა მოხდეს. ჩვენ ჩვენი დემოკრატია სრული გამჭირვალობით უნდა დავიცვათ,“- წერს მელანია ტრამპი „ტვიტერში“. შეგახსენებთ, მანამდე ტელეკომპანია CNN-მა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირველმა ლედიმ პრეზიდენტს არჩევნებში დამარცხების აღიარებისკენ მოუწოდა.