გვიან ღამით დაიშლა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქცია. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ცესკოსთან შეკრებილ მოქალაქეებს დაშლისკენ მათივე უსაფრთხოებისთვის მოუწოდეს . მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ აქციის მონაწილეები ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან კარვებს გაშლიდნენ და მთელი ღამის განმავლობაში დარჩებოდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერი ნიკა მელიას განცხადებით ოპოზიცია დღეს 9 ნოემბერს კვლავ რუსთაველის გამზირზე შეიკრიბება და საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობს.