კახა კალაძეს ნამდვილად ფეხებში უფრო მეტი ტვინი აქვს, ვიდრე ალეკო ელისაშვილს თავში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა წევრმა ბექა დავითულიანმა განცხადა და აღნიშნულით ის საბურთალოს რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. ელისაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ გამოთქმას - „ფეხბურთელებს ტვინი ფეხებში აქვთ“ - კახა კალაძე ამართლებს.