უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, 1 197 შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა აჭარაში გამოვლენილია ინფიცირების 620 შემთხვევა, ხოლო იმერეთში 438.
“დღეს გამოვლენილი 2 859 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 197 შემთხვევა, აჭარაში - 620, იმერეთში - 438, ქვემო ქართლში - 109, შიდა ქართლში - 62, გურიაში - 63, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 138, კახეთში - 94, მცხეთა-მთიანეთში - 38, სამცხე-ჯავახეთში - 72, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28”,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.