მობილური ტელეფონით გადაღებული კადრებით დასტურდება, რომ ჯიჰადისტმა, რომელმაც ვენაში ოთხი ადამიანი მოკლა, თავდასხმა მარტო განახორციელა, - ამის შესახებ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა. მისი თქმით, სამართალდამცავებს საზოგადოების წევრებმა მობილური ტელეფონით გადაღებული 20 000-ზე მეტი ვიდეო მიაწოდეს, რომლის ანალიზის შედეგადაც დადგინდა, რომ თავდასხმაში მხოლოდ ერთი შეიარაღებული პირი მონაწილეობდა.
ცნობილია, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით ავსტრიაში 18-დან 28 წლამდე ასაკის 14 ადამიანი დააკავეს და ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, არიან თუ არა ისინი რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. შეგახსენებთ, ტერორისტული თავდასხმა ვენაში 2 ნოემბერს მოხდა.