"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის, დავით ბერძენიშვილის თქმით, მათთვის ადვილი არ არის მანდატებზე უარის თქმა, მაგრამ "რესპუბლიკური პარტია" ცალკე არ შევა პარლამენტში. მისი თქმით, უნდა შედგეს საერთო შეთანხმება - ამის შესახებ დავით ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.
"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა განმარტა, რომ მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტიას აქვს ერთი პირობა, რომ ეს უნდა იყოს საერთო შეთანხმება, სხვა შემთხვევაში კი პარტია გადაწყვეტილებას თავისი რეპუტაციიდან გამომდინარე მიიღებს.